ისრაელში COVID-ის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებაა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ისრაელში კორონავირუსის 8 646 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამის შესახებ გამოცემა Arutz Sheva წერს.

პანდემიის დაწყებიდან ისრაელში კორონავირუსს 6 694 ადამიანი ემსხვერპლა, 951 226 დაინფიცირდა.

დღეისათვის 9-მილიონიანი მოსახლეობიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა 5 855 387 ადამიანს აქვს მიღებული, ვაქცინაციის სრული კურსი 5 421 544 ადამიანმა გაიარა, ამასთან 1 052 615-მა ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერული დოზა გაიკეთა, რომელიც 50 წელს გადაცილებული პირებისთვის, სამედიცინო მუშაკებისთვის და სუსტი იმუნიტეტის მქონე მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.