ისრაელში გზაზე, რომელიც მომლოცველებს უნდა გაევლოთ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გზაზე, რომელიც 1350 ორთოდოქსალურ ებრაელ მომლოცველს უნდა გაევლო, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ინციდენტი მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე მოხდა.

"გუშინ ღამე ისრაელის თავდაცვის არმია, სასაზღვრო პოლიცია, ისრაელის პოლიცია და სამოქალაქო ადმინისტრაციის ძალები დაახლოებით 1350 ადამიანს ნაბლუსში იოსების საფლავთან აცილებდნენ. ქალაქის შესასვლელში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო აღმოჩენილი და ნეიტრალიზებული", - აცხადებენ შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახურში.