ისრაელში ხმების დათვლა თითქმის დაასრულეს

ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტი არჩევნებში განაწილებული ხმების 90 პროცენტის დათვლა დაასრულა. ბოლო მონაცემებით, ბენი განცის ცენტრისტული ალიანსი ახალი მოწვევის ქნესეტში 32, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიქუდი“ - 31, გაერთიანებული არაბული სია კი 13 მანდატს მიიღებს.

დანარჩენი ადგილები იმ პარტიებს შორის გადანაწილდება, ვინც 3%-იანი ბარიერი გადალახა.

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მოსახლეობის აქტივობამ 69,4% შეადგინა.