ისრაელში კოვიდვაქცინის მესამე დოზით 40 წელს გადაცილებულ პირებს აცრიან

ისრაელში 40 წელს გადაცილებული პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო, Pfizer-ის ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერული დოზით ვაქცინაცია იწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მესამე დოზაზე ასაკობრივი ცენზის დაწევა აშშ-ის განცხადების მეორე დღეს მოხდა. აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ვინაიდან მონაცემები დროთა განმავლობაში ვაქცინის მოქმედების შესახებ მოწმობს, ყველა ამერიკელს ე.წ. ბუსტერულ დოზებს შესთავაზებენ.

ვაქცინაციის დამატებით კამპანიებს სხვა ქვეყნებიც, მათ შორის კანადა, საფრანგეთი და გერმანიაც გეგმავენ.

ამრიგად, ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის მიღება 40 წელს ზემოთ მოქალაქეებსა და პედაგოგიურ კოლექტივს შეუძლიათ.