ისრაელში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Jerusalem Post ავრცელებს.

ხანძარი გაჩნდა კომპანია ბაზანის დაწესებულებაში სისტემაში მილების დაზიანების გამო. ქარხანამ საწვავის მიწოდება შეწყვიტა.

ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ჰაერის მონიტორინგის ეროვნული სისტემა რეალურ დროში ზომავს დაბინძურების კონცენტრაციას ჰაერში ქარხნის მახლობლად. ჯერჯერობით ჰაერის დაბინძურება არ შეიმჩნევა.

ხანძრის შედეგად დაზარალებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.