ისრაელში პანდემია დასასრულს უახლოვდება

ისრაელი კორონავირუსის პანდემიას მალე დააღწევს თავს. ქვეყანაში 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად, ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 000-ს ჩამოსცდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 838 887-ს შეადგენს, მათგან 6 376 პაციენტი გარდაიცვალა.

ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 985 აქტიური შემთხვევაა.