ისრაელში რელიგიურ დღესასწაულს 44-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელში, მერონის მთის რაიონში, ლაგ ბა-ომერის რელიგიურ დღესასწაულზე 44-მდე ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა ტრიბუნის ჩამონგრევას მოჰყვა. ტრაგედია ქალაქ ცფატთან მოხდა. 60 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას Haaretz ავრცელებს.

ლაგ ბა-ომერი I და II საუკუნეების მიჯნაზე გავრცელებული ეპიდემიის დასრულებისა და მის შედეგად დაღუპულ მორწმუნეთა სხოვნისადმი დაწესებული დღესასწაულია. ამ დრეს ტრადიციულად კოცონს ანთებენ ხოლმე.