ისრაელში საპრეზიდენტო არჩევნები 2 ივნისს გაიმართება

ისრაელში საპრეზიდენტო არჩევნები 2 ივნისს ქნესეთში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურმა განაცხადა.

"ქნესეთის სპიკერმა იარივ ლევინმა გადაწყვიტა, რომ ისრაელის საპრეზიდენტო არჩევნები 2 ივნისს ფარული კენჭისყრით ქნესეთის პლენუმზე ჩატარდეს", - ნათქვამია განცხადებაში.