ისრაელში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ისრაელის ქნესეთში დღეს ქვეყნის მე-11 პრეზიდენტს ირჩევენ.

პრეზიდენტის პოსტისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. ესაა ორგანიზაციის ებრაული სააგენტო ისრაელისთვის "სოხნუთი" ხელმძღვანელი ისააკ ჰერცოგი და ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტობის მეორე ქალი-კანდიდატი მირიამ პერეცი, რომელმაც 2018 წელს პრესტიჟული, ისრაელის პრემია მიიღო.

ისრაელის მოქმედი პრეზიდენტის, რეუვენ რივლინის ვადა 9 ივნისს იწურება,

ქვეყანაში პრეზიდენტს 7 წლის ვადით ირჩევენ. თანამდებობის ორი ვადით დაკავება შეუძლებელია.