ისრაელში, ქალაქ გივატ-ზეევში მდებარე სინაგოგაში ტრიბუნა ჩამოინგრა, რის შედეგადაც 60-მდე ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 19:14 საათზე მოხდა. დაზარალებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა განმარტა, რომ 10 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარის დროს სინაგოგაში 600-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
უცხოური მედიის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.