იტალიაში კორონავირუსის 34 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 34 282 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს კიდევ 753 ადამიანი ემსხვერპლა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 1 272 352 შემთხვევაა დადასტურებული, 481 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ვირუსს 47 217 ადამიანი ემსხვერპლა.