იტალია ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და ისრაელიდან ტურისტებისთვის კარანტინს აუქმებს

იტალია შენგენის ზონიდან, ისრაელიდან და დიდი ბრიტანეთიდან ტურისტებისთვის კარანტინის გავლის აუცილებლობა გააუქმა. შემსუბუქება ძალაში 16 მაისიდან შედის.

იტალიაში ჩასვლის მსურველებმა 5 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ და ტესტირება ჩაიტარონ ქვეყანაში შესვლამდე და იზოლაციის დასრულების შემდეგ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები ძალაში რჩება ბრაზილიის მოქალაქეებისთვის