იტალია COVID-19-ის ვაქცინის წარმოებას იწყებს

იტალიაში კორონავირუსის ვაქცინის წარმოება დაიწყება.  ამის შესახებ იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განაცხადეს. 

კომპანია Patheon Thermo Fischer-მა, შესაბამის მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერა.

საუბარია გერმანული კომპანია CureVac-ის წარმოებაზე, რომელიც იტალიაში მდებარე ფარმაცევტულ ქარხნებში დამზადდება. 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგმა  განაცხადა, რომ კომპანიასთან, რომელიც ვაქცინის პატენტს ფლობს პირველი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ამასთან, გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, იტალიის მთავრობა Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ქვეყნის შიგნით წარმოების შესაძლებლობასაც განიხილავს.