იტალია შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

იტალიაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება 26 აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა.

კერძოდ, 26 აპრილიდან გარე სივრცეში მუშაობას განაახლებს რესტორნები და ბარები, ასევე სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდენ. აღდგება რეგიონებს შორის გადაადგილება.

„მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, 26 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყოს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ეპიდემიოლოგიური მონაცემები უმჯობესდება“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსის 3 826 1563 შემთხვევა დადასტურდა, 115 937 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 200 196 პაციენტი გამოჯანმრთელდა.