იტალიამ 50+ ასაკის ადამიანებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღო

იტალიამ 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღო. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

50 წელს გადაცილებულ მუშაკებს მოეთხოვებათ, აჩვენონ სამედიცინო ტალონები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ისინი აცრილები არიან ან COVID-19-ისგან ახლახან გამოჯანმრთელდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაშ თებერვლის შუა რიცხვებიდან ისინი სამსახურს დაკარგავენ.

მანამდე არავაქცინირებულ ადამიანებს სამსახურში ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეეძლოთ.

პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ მთავრობის პრიორიტეტი 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები იმიტომ არიან, რომ მათ ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი რისკი აქვთ.