იტალიამ ასაკოვანი პირებისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

იტალიამ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაცინის AstraZeneca-ს 65 წელს გადაცილებული პირებისთვის გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მიღებული სამეცნიერო მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინას 65 წელს გადაცილებულების ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის წინააღმდეგ არსებითი დაცვის უზრუნველყოფა შეუძლია", - განაცხადეს სამინისტროში.