იტალიაში ბოლო 24 საათში 619 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 619 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4,694 დაინფიცირდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 152,271 შემთხვევა ფიქსირდება.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 32,534-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 19,468 პაციენტი.