იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 602 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 602 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში COVID-19 6,078 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

იტალიაში ჯამში, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, ინფიცირების 63,927 შემთხვევა ფიქსირდება.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7,432-მდე გაიზარდა.