იტალიაში COVID 19-ით ბოლო 24 საათში 153 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 153 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 31,763 შეადგინა.

დაინფიცირების 875 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 224,760-ს მიაღწია. 

ამ დროისთვის კორონავირუსის 70,187 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. 775 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციაში არიან მოთავსებული. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთედა 122,810 ადამიანი.