იტალიაში COVID 19-ით ბოლო 24 საათში 242 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 242 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 31,610 შეადგინა.

დაინფიცირების 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 223,885-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3502 ადამიანი.

ამ დროისთვის კორონავირუსის 72,070 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. 808 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციაში არიან მოთავსებული. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთედა 120,205 ადამიანი.