იტალიაში COVID 19-ით ბოლო 24 საათში 262 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 262 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 69 - ლომბარდიის რეგიონში. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 31,368 შეადგინა. 

დაინფიცირების 992 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 223,096-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3502 ადამიანი.

ამ დროისთვის კორონავირუსის 76,440 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. 855 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციაში არიან მოთავსებული. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთედა 115,288 ადამიანი.