იტალიაში COVID 19-ით ბოლო 24 საათში 382 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 091 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 201 505 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსის, ანჯელო ბორელის განცხადებით, ბოლო დღე-ღამეში 382 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 27 359-ს მიაღწია.

გამოჯანმრთლებულთა რაოდენობა 68 941-მდე გაიზარდა. ამჟამად ინფიცირებულია 105 205 ადამიანი.