იტალიაში COVID 19-ით ბოლო 24 საათში 433 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3,047 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 178,972 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბოლო დღე-ღამეში 433 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 23,660-ს მიაღწია.

გამოჯანმრთლებულთა რაოდენობა 47,055-მდე გაიზარდა.