იტალიაში COVID 19-ით ბოლო დღე-ღამეში 604 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 604 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3,039 დაინფიცირდა. სულ. COVID-19-ს 17,127 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

იტალიაში, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, კორონავირუსით ინფიცირების 135,586 შემთხვევა ფიქსირდება.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24,392-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 94,067 აქტიური პაციენტია.