იტალიაში COVID-19-ით ბოლო დღე-ღამეში 766 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 766 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4,585 დაინფიცირდა. ჯამში COVID-19-ს 14681 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

იტალიაში, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, კორონავირუსით ინფიცირების 119,827 შემთხვევა ფიქსირდება.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 758-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 75 ექიმი გარდაიცვალა.