იტალიაში COVID-19-ით ერთ დღეში 111 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 111 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 33,340 შეადგინა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირების 416 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის კორონავირუსის 43,691 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთელდა 155,633 ადამიანი.