იტალიაში COVID 19-ით ერთ დღეში 130 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 130 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 32,616 შეადგინა.

დაინფიცირების 652 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 228,658-ს მიაღწია.

ამ დროისთვის კორონავირუსის 59,322 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. 595 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციაში არიან მოთავსებული. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთელდა 135 ათასი ადამიანი.