იტალიაში COVID 19-ით ერთ დღეში 156 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 156 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 32,486 შეადგინა.

დაინფიცირების 642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 228,006-ს მიაღწია.

ამ დროისთვის კორონავირუსის 60,960 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. 640 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციაში არიან მოთავსებული. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთელდა 134,560 ადამიანი.