იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 33,689-მდე გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 88 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 33,689 შეადგინა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირების 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 234,013-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის კორონავირუსის 38,429 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან 161,895 ადამიანი გამოჯანმრთელდა.