იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 32,735-მდე გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 119 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 32,735 შეადგინა.

დაინფიცირების 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 229,327-ს მიაღწია.

ამ დროისთვის კორონავირუსის 57,752 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. 572 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციაში არიან მოთავსებული. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთელდა 138,840 ადამიანი.