იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 32,785-მდე გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 50 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 32,785 შეადგინა.

დაინფიცირების 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 229,858-ს მიაღწია.

ამ დროისთვის კორონავირუსის 56,594 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. 553 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციაში არიან მოთავსებული. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთელდა 140,479 ადამიანი.