იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 32 877-მდე გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 92 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 32 877 შეადგინა.

დაინფიცირების 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 230 158-ს მიაღწია.

ამ დროისთვის კორონავირუსის 55 300 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთელდა 141 981 ადამიანი.