იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 33,072 -მდე გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 117 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 33,072 შეადგინა.

დაინფიცირების 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 231,139-ს მიაღწია.

ამ დროისთვის კორონავირუსის 50,966 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთელდა 147,101 ადამიანი.