იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 33,229-მდე გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 87 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 33,229 შეადგინა.
დაინფიცირების 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის კორონავირუსის 46,175 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთელდა 152,844 ადამიანი, მათგან 2,240 ბოლო 24 საათში.