იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 32,955-მდე გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 78 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 32,955 შეადგინა.

დაინფიცირების 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 230,555-ს მიაღწია.

ამ დროისთვის კორონავირუსის 52,942 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთელდა 144,658 ადამიანი.