იტალიაში ძლიერმა სეტყვამ ასობით ავტომაგისტრალი დააზიანა - VIDEO

ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა, რამაც გზებზე მნიშვნელოვანი ზარალი და ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

A1 ავტომაგისტრალზე ასობით მანქანა დაზიანდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მანქანები გზაზე ჩამსხვრეული შუშებითა და დაზიანებული ზედაპირით დგას.

შტორმის დროს გზების ბევრ მონაკვეთზე ჯაჭვური საგზაო შემთხვევები მოხდა. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.