იტალიაში ფრინველის გრიპის აფეთქებაა

ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, იტალიაში 21 ოქტომბერს ფრინველის გრიპის, H5N1-ის აფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ფრინველის გრიპის აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთით, ინდაურების კომერციულ მეურნეობაშია დაფიქსირებული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ვერონას პროვინციაში გრიპმა 200 ფრინველი იმსხვერპლა.