იტალიაში გარდაცვლილი ექიმების რიცხვი გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 37 ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის სამედიცინო ფედერაციაში განაცხადეს.

იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 70,000-ზე მეტი შემთხვევაა. 7,000 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. 

იტალიაში კორონავირუსით 5000-ზე მეტი ექიმია ინფიცირებული.