იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვი 475-ით გაიზარდა

იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვი , განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 475-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე ვრცელდება. ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით,  36 ათასს აღწევს. აქედან 4207 ახალი რეგისტრირებული შემთხვევაა. 

იტალიაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2,978 ადამიანია.