იტალიაში გაზის გაჟონვას მოხუცთა თავშესაფარში მყოფი 5 პირი ემსხვერპლა

იტალიაში მოხუცთა თავშესაფარში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ინციდენტი რომის მახლობლად მდებარე ქალაქ ლანუვიოში, Villa dei Diamanti-ის მოხუცთა თავშესაფარში მოხდა. 

შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ჯანდაცვის მუშაკი, გაზით მოწამვლით საავადმყოფოში გადაიყვანეს.