იტალიაში კორონავირუსის 31 084 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 084 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 199 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 647 674 შემთხვევა დადასტურდა, 38 321 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 283 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.