იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 21000-ს გადააჭარბა

იტალიაში COVID-19-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 602 გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რაოდენობა 21,067-მდე გაიზარდა.

ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსის, ანჯელო ბორელის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 2,972 (1.8%) გაიზარდა და 162,488-ს მიაღწია, რაც 10 მარტიდან დღემდე ყოველდღიური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კორონავირუსისგან სულ 37,130 პაციენტი განიკურნა.