იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები რეკორდულად შემცირდა

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 174 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 10 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დაღუპულთა საერთო რიცხვი 28,884-ს შეადგენს.

დაინფიცირებულთა რიცხვი 210,717-ს აღწევს. მათ შორის 1,389 ადამიანი დაინფიცირდა გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81,654-მდე გაიზარდა.