იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 199 414-მდე გაიზარდა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 199 414 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსის, ანჯელო ბორელის განცხადებით, ბოლო დღე-ღამეში 333 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 26 977-ს მიაღწია.

გამოჯანმრთლებულთა რაოდენობა 66 624-მდე გაიზარდა. 1696 პაციენტი ბოლო 24 საათში განიკურნა.

ამჟამად ინფიცირებულია 108 237 ადამიანი.