იტალიაში კორონავირუსით კიდევ 4 ექიმი დაიღუპა

იტალიაში კორონავირუსით კიდევ 4 ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიის ექიმების ეროვნულმა ფედერაციამ განაცხადა.

იტალიაში კორონავირუსით 5000-ზე მეტი ექიმია ინფიცირებული. ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ექიმებს ინდივიდუალური თავის დაცვის აღჭურვილობის მიწოდებაში დაეხმარონ.

სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა და კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების კურატორმა, ანჯელო ბორელიმ მისი ყოველდღიური, 6 საათზე დანიშნული პრესკონფერენცია ცხელების სიმპტომების აღმოჩენის გამო გააუქმა და ტესტის შედეგს ელოდება.

იტალიის მთავრობა კორონავირუსის შესახებ ახალ ციფრებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.