იტალიაში კორონავირუსს 150 ექიმი ემსხვერპლა

იტალიაში ეპიდემიის გავრცელების დღიდან დღემდე, ახალი ტიპის კორონავირუსს სულ მცირე 150 ექიმს სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN იუწყება.

იტალიის მედიკოსთა ასოციაციის განცხადებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა  10%-ს სწორედ ექიმები შეადგენენ.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ვირუსის გავრცელების 192,994 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 25,969 პაციენტი.