იტალიაში ნეანდერტალელების ნეშტები აღმოაჩინეს

იტალიის კულტურის სამინისტროს განცხადებით, არქეოლოგებმა რომის მახლობლად მდებარე პრეისტორიულ ადგილას ცხრა ნეანდერტალელის ნეშტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა NPR ავრცელებს.

ცნობილია, რომ რვა ნეშტი 50,000-68,000 წლის წინანდელია, ხოლო ერთი, ყველაზე ძველი, 90,000-100,000 წლის წინანდელი. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძვლები, თავის ქალა და სხეულის სხვა ნაწილები.

"ყველა ნეშტი მოზრდილი ადამიანისაა, გარდა ერთისა, რომელიც შეიძლება ითქვას თინეიჯერობის ასაკში იყო", - განაცხადა გათხრების ხელმძღვანელმა.

როგორც ცნობილია, ნეანდერტალელები, ადამიანების უახლოესი ნათესავები, დაახლოებით 40 ათასი წლის წინ გადაშენდნენ. რა მიზეზით არ არის ცნობილი, თუმცა მეცნიერების თქმით, მათი გადაშენება დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან ვერ შეგუება.