იტალიაში პიზის კოშკი გაიხსნა

იტალიაში, სამთვიანი პაუზის შემდეგ, დამთვალიერებელთათვის პიზის კოშკი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პიზის კოშკის მონახულებას ერთდროულად არაუმეტეს 15 ადამიანი შეძლებს. დამთვალეირებელთათვის 2 მეტრიანი დისტანციის გაცვა იქნება საჭირო.

კოშკისა და მიმდებარე ძეგლებისთვის პასუხისმგებელი დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტის, პიერფრანესკო პაჩინის განცხადებით, მათი ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ის იმედს გამოთქვამს, რომ იტალია არსებულ ეკონომიკურ კრიზისს გადალახავს.