იტალიაში რესტორნები და ბარები 18:00 საათამდე იმუშავებენ

იტალიის ხელისუფლების ბრძანებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყანაში ბარები და რესტორნები 18:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება სავარჯიშო დარბაზები, კინო დარბაზები და საცურაო აუზები. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების 19,644 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 151-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 505 ათასს აჭარბებს, დაავადებას სულ 37,210 ადამიანი ემსხვერპლა.