იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი და რეგიონული არჩევნები ტარდება

იტალიაში 20-21 სექტემბერს საკონსტიტუციო რეფერენდუმი და რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს. რეფერენდუმის ფარგლებში მოსახლეობამპარლამენტში დეპუტატების რაოდენობის შემცირების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. იტალიელებმა უნდა უპასუხონ კითხვას, სურთ თუ არა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში პარლამენტარების რიცხვი 630-დან 400-მდე შემცირდეს, ხოლო ზედა პალატაში 315-დან 200-მდე დეპუტატი დარჩეს.

საკონსტიტუციო რეფერენდუმის პარალელურად, იტალიის 7 რეგიონში: ტოსკანაში, კამპანიაში, ლიგურიაში, ვალე-დ’აოსტაში, აპულიაში, მარკესა და ვენეტოში რეგიონული არჩევნები ტარდება. რეგიონების მთავრობებისა და ხელმძღვანელების არჩევნებში იტალიელი ამომრჩევლების 35%-ზე მეტი მონაწილეობს.